საგარანტიო პირობები
გარანტია ფიზიკური პირებისთვის
კანონისმიერი გარანტია
პატივცემულო მომხმარებელო! კომპანია „ალვო“ მადლობას გიხდით თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანისთვის.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები და შემოგთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიები.
მომხმარებლის უფლებები:
- თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (შეკეთება, შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
- საქონლის შეკეთება ან შეცვლა წარმოადგენს პირველადი უფლებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს შეუძლებელია ან არათანაზომიერ ხარჯს მოითხოვს.
- საქონელი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს გონივრულ ვადაში მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი შეფერხების გარეშე.
- შეკეთება/შეცვლა გულისხმობს ყველა საჭირო ხარჯის დაფარვას (ტრანსპორტირება, მასალები, სამუშაო ძალა).
მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება ან ხელშეკრულების შეწყვეტა თუ:
- საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
- მოვაჭრემ ვერ უზრუნველყო შეკეთება გონივრულ ვადაში;
- შეკეთება მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას უქმნის;
მომხმარებელს არ აქვს უფლება ხელშეკრულების შეწყვეტაზე, თუ ნაკლი უმნიშვნელოა.
მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ამ უფლებებით, თუ ნაკლი გამოვლინდა საქონლის მიღებიდან 2 წლის განმავლობაში.
მტკიცების ტვირთი
- თუ ნაკლი გამოვლინდა 6 თვეში – ითვლება, რომ ის არსებობდა თავიდანვე (მტკიცების ტვირთი ეკისრება გამყიდველს).
- 6 თვის შემდეგ – მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს.
შეკეთების ვადები:
- ადგილზე არსებული ნაწილის შემთხვევაში – მაქსიმუმ 10 სამუშაო დღე;
- თუ საჭიროა შეკვეთა უცხოეთიდან – მაქსიმუმ 30 სამუშაო დღე;
გარანტია არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებში:
- გასულია საგარანტიო ვადა;
- არ არის წარმოდგენილი შეძენის დოკუმენტი;
- დაზიანებულია სერიული ნომერი;
- მექანიკური დაზიანება;
- კომერციული გამოყენება;
- პლომბის დაზიანება;
- არასწორი გამოყენება ან შენახვა;
- ვირუსები ან არალიცენზირებული პროგრამები;
- ელექტროენერგიის პრობლემები;
- არაკვალიფიციური შეკეთება;
კომერციული გარანტია
თუ მწარმოებლის გარანტია აღემატება 2 წელს, 2 წლის შემდეგ მოქმედებს კომერციული გარანტია.
- შეკეთება ხორციელდება 30 სამუშაო დღეში;
- თუ შეკეთება შეუძლებელია – ხდება შეცვლა ან თანხის დაბრუნება;
- იცვლება მხოლოდ დეფექტური ნივთი (არა აქსესუარები);
კომერციული გარანტია მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.
გარანტიის გამოყენება
- შეკეთება ხდება ოფიციალურ სერვის ცენტრში;
- აუცილებელია საგარანტიო ტალონი და გადახდის ქვითარი;
- გაბარიტული ტექნიკისთვის საჭიროა სერვის ცენტრთან დაკავშირება;
მნიშვნელოვანი შენიშვნები:
- ცრუ გამოძახება არის ფასიანი;
- დაზიანებისგან დაცვა მომხმარებლის პასუხისმგებლობაა;
- დიაგნოსტიკის უარის შემთხვევაში მომსახურება ვერ განხორციელდება;
გარანტია ორგანიზაციებისთვის
იურიდიული პირები
კომპანია „ალვო“-ში შეძენილ საქონელზე ვრცელდება გარანტია მაქსიმუმ 1 წლამდე, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული.
ბატარიები და დამტენები: გარანტია შეადგენს ძირითადი ვადის ნახევარს.
საგარანტიო მომსახურება:
- ფარავს ტექნიკურ (არაპროგრამულ) დაზიანებებს;
- ხორციელდება ავტორიზებულ სერვის ცენტრებში;
არ ვრცელდება:
- პროგრამული დაზიანებები;
- ფიზიკური დაზიანებები;
- არასწორი ექსპლუატაცია;
- არასტანდარტული ძაბვა;
- არაუფლებამოსილი სერვისი;
აქსესუარები და სახარჯი მასალები არ ექვემდებარება გარანტიას.
კომპანია არ აგებს პასუხს არალიცენზირებული პროგრამების გამოყენებით გამოწვეულ პრობლემებზე.
მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ტექნიკა დაზიანებისგან.