მიწოდების წესები და პირობები
მიწოდების წესები და პირობები
1. ზოგადი პირობები
შპს “ალვო”-ს ინტერნეტ მაღაზიით ნივთის შეძენისას საქონლის მომხმარებლისათვის მიწოდება ხდება მოცემული წესებით.
2. თქვენი ვალდებულებები ნივთის/ნივთების თქვენთვის ჩაბარებისას
მომხმარებელი ვალდებულია:
- არ ჩაიბაროს დაზიანებული შეფუთვით მიტანილი გზავნილი და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შპს “ალვო”-ს.
- გახსნას გზავნილი მის ჩაბარებამდე;
- დარწმუნდეს ვიზუალური ნაკლის არსებობის ან არარსებობის შესახებ;
- გზავნილის ჩაბარებამდე შეამოწმოს ნივთების რაოდენობა;
იმ შემთხვევაში, თუ ნივთი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია, ნივთები შეკვეთილზე ნაკლებია ან გზავნილი არ შეესაბამება მომხმარებლის მიერ განხორციელებულ შეკვეთას, მომხმარებელმა არ უნდა მიიღოს ნივთი და დაუყოვნებლივ განაცხადოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: orders@alvo.ge ან დაუკავშირდეს საინფორმაციო ცენტრს შემდეგ ტელეფონის ნომერებზე: +995 32 2 33 30 30.
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთმოცემული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში შპს “ალვო” იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ნივთების ვიზუალურ ნაკლზე ან ნივთების რაოდენობაზე.
3. მიწოდების ფასები და პერიოდი
მიწოდების პერიოდი შეადგენს 1-7 სამუშაო დღეს. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო შესაძლოა მიწოების ვადა გაიზარდოს, რის შესახებაც დაუყოვნებლივ გაცნობებთ საინფორმაციო ცენტრი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით ნივთის მიწოდების დამატებით პირობებს შეკვეთა გაუქმდება და თქვენ მიერ გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. მიწოდების ფასი განისაზღვრება შესყიდვის მოცულობის მიხედვით.
ნივთის გაყიდვის შემდეგ შპს “ალვო”-ს საინფორმაციო ცენტრი უკავშირდება მომხმარებელს და ხდება მიტანის დღეზე შეთანხმება, თუ მომხმარებელის მხირდან არ/ვერ მოხდა მიწოდებული საქონლის ჩაბარება, განმეორებითი მიწოდება არის დამატებით ფასიანი და განისაზღვება მიწოდების მისამართის და ნივთის გაბარიტებიდან გამომდინარე.
იმ შემთხვევაში, თუ შპს “ალვო”-ს საინფორმაციო ცენტრის მიერ მიტანის ვადის დაგეგმვის შემდგომ თქვენ არ მიგიღიათ ნივთი/ნივთები ამ შემთხვევაში გააკეთეთ შესაბამისი შეტყობინება შემდეგ ელ. ფოსტაზე: orders@alvo.ge ან ტელეფენის ნომერებზე: +995 32 2 33 30 30.
4. შპს “ალვო”-ს პასუხისმგებლობა
თქვენ ნივთის შპს “ალვო”-ს საიტზე შეძენით ეთანხმებით მოცემულ პირობებს. შპს “ალვო” პასუხს არ აგებს თქვენს მიერ მიწოდების წესებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შედეგად წარმოშობილ ზიანზე.