პერსონალური მონაცემების პოლიტიკა

პერსონალური მონაცემების პოლიტიკა

ზოგადი ინფორმაცია / მონაცემთა დაცვის პასუხისმგებლობა შპს “ალვო”-ს პლატფორმაზე

 

მონაცემთა დაცვის მოცემულ პოლიტიკაში ჩვენ გაცნობებთ მონაცემთა დაცვის ზომებს, რომლებსაც ახორციელებს შპს “ალვო” (ს/კ: 405843501) (შემდგომში, “ალვო” ან “ჩვენ” ან “კომპანია”) საქართველო, ქალაქი თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქ N47, ბინა N6. კომპანია პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს პერსონალურ მონაცეთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესებით.

კომპანია ზრუნავს პერსონალური მონაცემების დაცვაზე და იცავს მყიდველის კონფიდენციალურობას.

კომპანია მიმართავს ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, ფიზიკურ და უსაფრთხოების სხვა ზომებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საიტზე თითოეული მოქმედება ლოგირებულია, კერძოდ შესაძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ დაათვალიერა ესა თუ ის მონაცემი, ვინ შეცვალა მონაცემი და სხვა.;

პერსონალური მონაცემების დამუშავება კომპანიაში ხორციელდება პერსონალური მონაცემებისა და კონფიდენციალურობის აუცილებელი უსაფრთხოების, მათ შორის, არასანქციონირებული და უკანონო დამუშავებისგან პერსონალური მონაცემების, ასევე, შემთხვევითი დაკარგვის, გაფუჭებისა თუ განადგურებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად;

როგორც კი ცნობილი გახდება პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დარღვევის შესახებ, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მომხდარის შესახებ საზედამხედველო ორგანოებს;

 

მომხმარებლის ანგარიშის მონაცემები

თუ თქვენ გახსნით მომხმარებლის ანგარიშს კომპანიის პლატფორმაზე, შპს “ალვო” პასუხისმგებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებლის ანგარიშში შენახულ მონაცემებზე.


www.alvo.ge პლატფორმის ოპერირება

 შპს “ალვო”-ს არის www.alvo.ge -ს პლატფორმის ოპერატორი. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ შპს “ალვო” არის პასუხისმგებელი  მონაცემების შეგროვებაზე (მონაცემებზე თვალყურის დევნება) და დაცვაზე.

 

მონაცემთა დაცვის ინფორმაციის სტრუქტურა

 გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ მონაცემთა დაცვის შესახებ ქვემოთმოცემული ინფორმაცია, რომელიც მათი შინაარსის შესაბამისად, დაყოფილია ცალკეულ ქვეპუნქტებად.

 

1. პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის დასახელება და მისამართი

შპს “ალვო”

ს/კ: 405 843 501

მის: საქართველო, თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქ N47, ბინა N6

ტელ: +995 32 2 33 30 30

ელ-ფოსტა: info@alvo.ge  

2. პერსონალურ მოანცემების დაცვის ოფიცერის კონტაქტი

გურამ ესიტაშვილი

მის: საქართველო, თბილისი, როსტომ მუსხელიშვილის ჩიხი 5

ტელ: +995 598 34 23 09 ან +995 32 2 33 30 30

ელ-ფოსტა: support@alvo.ge

3. მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები

3.1 ხელშეკრუელბის დადება, შესრულება ან/და შეწყვეტა

მონაცემების მოწოდება კონტრაქტის გაფორმების პროცესში

თუ თქვენ დარეგისტრირდებით შპს “ალვო”-ს პლატფორმაზე და/ან დადებთ კონტრაქტს კომპანიასთან პლატფორმის მეშვეობით, შპს “ალვო” თქვენთან ხელშეკრულების დასადებად, შესასრულებლად ან შეწყვეტისთვის დაამუშავებს შემდეგ მონაცემებს

  • სახელს და გვარს
  • მიწოდების მისამართს
  • ელ ფოსტას
  • დაბადების თარიღს
  • ტელეფონის ნომერს
  • პირად ნომერს
  • ინფორმაციას განთავსებული შეკვეთების შესახებ

 მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის 1 პუნქტის ქვეპუნქტი,   კანონის მე- 5 მუხლის 1 პუნქტის ქვეპუნქტი და კანონის მე- 5 მუხლის 1 პუნქტის ქვეპუნქტი: ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად. და  ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით. ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი.

თქვენ და შპს “ალვო”-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების სრულად განსახორციელებლად, ასევე საჭიროა შემდეგი მონაცემების დამუშავება:

ჩვენ ვუზიარებთ თქვენს მისამართს ჩვენს პარტნიორ ლოჯისტიკურ და საკურიერო კომპანიებს. საქონლის მიწოდების უზრუნველსაყოფად ჩვენ, საჭიროების შემთხვევაში, თქვენს ელფოსტის მისამართს და საჭიროების შემთხვევაში, ტელეფონის ნომერს გადავცემთ ლოჯისტიკურ/საკურიერო კომპანიებს, რომლებიც იზრუნებენ შეკვეთის თქვენთვის მოწოდებაზე. ისინი შესაძლოა დაგიკავშირდენ საქონლის მიწოდებამდე, რათა თქვენთან ერთად დააზუსტონ მიწოდების დეტალები.

თქვენს მიერ ჩვენს საიტზე ვიზიტის შემდგომ ჩვენთვის ცნობილი ხდება ინფორმაცია, რომელიც ზოგადად ანონიმურია და შეუძლებელია თქვენი იდენტობის დადგენა, მაგრამ თუ თქვენ შეხვალთ თქვენს აქაუნთზე შესაძლებელი გახდება ამ ინფორმაციის თქვენთან დაკავშირება - საუბარია შემდეგ ინფორმაციაზე:

  • თქვენი “IP” მისამართი ან პროქსი სერვერის “IP” მისამართი;
  • თქვენ მიერ მოთხოვნილი დომენის სახელი;
  • თქვენი მოწყობილობის დასახელება და სერიული ნომერი;
  • თქვენი ინტერნეტ სერვისის პროვაიდერის სახელი, ზოგჯერ იწერება თქვენი ISP კავშირის კონფიგურაციის მიხედვით;
  • ვებსაიტზე თქვენი ვიზიტის თარიღი და დრო;
  • თქვენი სესიის ხანგრძლივობა;
  • შპს “ალვო”-ს გვერდები, რომლებზეც შედიხართ;
  • ჩვენს საიტზე შემოსვლის რაოდენობა თვის/წლის განმავლობაში;
  • URL, რომელსაც უყურებთ და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  • ვებსაიტი, რომელმაც გადმოგამისამართათ ჩვენს საიტზე; და
  • ოპერაციული სისტემა, რომელსაც იყენებს თქვენი კომპიუტერი.

 

3.2 საკურიერო კომპანიებისათვის მონაცემების გაზიარება

 თქვენთვის შეკვეთის ადგილზე მოწოდებისათვის, ჩვენ ვთანამშრომლობთ საკურიერო და ლოჯისტიკურ კომპანიებთან, რომლებსაც შესაძლოა გადაეცეთ შემდეგი ინფორმაცია:

  • სახელი და გვარი
  • საფოსტო კოდი
  • ელ ფოსტა
  • ტელეფონის ნომერი
  • პირადი ნომერი

მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია პერსოანლურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის 1 პუნქტის ქვეპუნქტი ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.

 

3.3 მონაცემების მიმღების კატეგორიები

3.3.1 მონაცემების გადამცემი

შპს “ალვო” იყენებს სხვადასხვა სერვის პროვაიდერებს თქვენი მონაცემების დასამუშავებლად. დამმუშავებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო ორგანო, სააგენტო ან სხვა ორგანო, რომელიც ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს მონაცემთა მაკონტროლებლის სახელით. დამმუშავებლები არ იყენებენ მონაცემებს საკუთარი მიზნებისთვის, არამედ ამუშავებენ მონაცემებს ექსკლუზიურად პასუხისმგებელი (შპს “ალვო”-ს) პირისთვის.

 

3.3.2 სხვა მესამე პირები

შპს “ალვო” ასევე იყენებს სხვა  პარტნიორებს, საჭიროებისამებრ მომსახურების მიწოდებისა და სხვადასხვა მიზნების მისაღწევად. შპს “ალვო” გადასცემს პერსონალურ მონაცემებს  პარტნიორებს, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიწოდების სრულყოფილად განსახორციელებლად.

მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის 1 პუნქტის ქვეპუნქტი  და კანონის მე- 5 მუხლის 1 პუნქტის ქვეპუნქტი: ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად. და ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი.

 

3.4 მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის

შპს “ალვო”-ს (ს/კ: 405843501) თქვენი თანხმობის საფუძველზე უფლება აქვს დაამუშაოს და პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოიყენოს თქვენს შესახებ შენახული მონაცემები, სახელი, გვარი, მისამართი, ელ-ფოსტა და ტელეფონის ნომერი. შესაბამისი შეტყობინების მეშვეობით მოგაწვდით ინფორმაციას კომპანიაში არსებული აქციებისა და შეთავზებების შესახებ.

მარკეტინგული მიზნებისათვის სახელი, გვარი, მისამართი, ელ-ფოსტა და ტელეფონის ნომერი შესაძლოა დაამუშაონ და პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოიყენონ შპს “ალვო”-სთან (ს/კ: 405843501) დაკავშირებულმა კომპანიებმა, მაგ: შვილობილმა კომპანიებმა, დედა კომპანიებმა.

მარკეტინგული მიზნებისათვის მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე, კერძოდ:

მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის 1 პუნქტის ქვეპუნქტი: ) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;

კანონის შესაბამისად:

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი (შპს “ალვო”) ვალდებულია შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს ეკისრება მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის შესახებ ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება.

მარკეტინგული მიზნებისათვის მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობის მსურველმა მომხმარებელმა მის მიერ სისტემაში რეგისტრირებული ელ-ფოსტის მეშვეობით უნდა განახორციელოს შეტყობინება შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@alvo.ge

 

3.5 მონაცემების დამუშავება თაღლითობის პრევენციის მიზნით

მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის რისკთან ბრძოლის მიზნით, ჩვენი სერვისების მომხმარებლებთან დაკავშირებული მონაცემები გადაცემის პროცესში დაშიფრულია. ეს ეხება როგორც შეკვეთას, ასევე მომხმარებლის ანგარიშზე რეგისტრაციას.  გამოიყენება ეგრეთწოდებული „ჰეშირება“. ამისთვის ვიყენებთ კოდირების სისტემას SSL (Secure Socket Layer). მონაცემების დაშიფვრა ხელს უშლის მესამე პირებს მათ ნახვაში. გარე შეტევებისგან დამატებითი დაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვეყრდნობით უსაფრთხოების სპეციალურ ტექნოლოგიებს, რომლებიც მუდმივად ამოწმებენ ჩვენს სისტემებს და საიტზე დაფიქსირებულ ანომალიებს. მაგალითად, შეკვეთის განთავსებისას თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას შპს “ალვო”-ს’ მიერ იმის შესამოწმებლად, მოხდა თუ არა შეკვეთის ატიპიური პროცესი (მაგ. დიდი რაოდენობით საქონლის ერთდროულად შეკვეთა იმავე მისამართზე სხვადასხვა მომხმარებლის ანგარიშის გამოყენებით) ჩვენ ასევე ვიყენებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რათა დავიცვათ ჩვენი სისტემები მონაცემთა დაკარგვის, განადგურებისგან, არაავტორიზებული პირების მიერ მომხმარებელთა მონაცემების უნებართვო წვდომისგან ან გავრცელებისგან. ამ გზით ჩვენ გვსურს, რომ არაავტორიზებული წვდომის რისკი რაც შეიძლება დაბალი იყოს, რადგან თქვენი მონაცემების დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. თუმცა, ჩვენ - ისევე როგორც სხვა კომპანიები - ვერ მოგცემთ აბსოლუტურ დაცვას.

მოცემული პროცესების წარმოება, საშუალებას გვაძლევს დავიცვათ ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, რომ თაღლითობის შედეგად არ მოგვადგეს ზიანი. მონაცემების დამუშავება ემსახურება თქვენი ინტერესების დაცვასაც, რომ იმ შემთხვევაში თუ მესამე პირებს მოპოვებული აქვთ თქვენი მონაცემები და ცდილობენ თქვენი სახელით ოპერაციების განხორციელებას, მოხდება მათი იდენტიფიცირება.

მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის 1 პუნქტის ქვეპუნქტი  და კანონის მე- 5 მუხლის 1 პუნქტის ქვეპუნქტი: )მონაცემთა დამუშავება აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, მათ შორის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის, მიზნებისთვისმონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად. და  ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი.

 

4. საიტზე წვდომა და საიტის ოპტიმიზაცია (ქუქი ფაილები

4.1 ქუქი და მოწყობილობების იდენტიფიკატორი - ზოგადი ინფორმაცია და თანხმობის აუცილებლობა. ვებსაიტი იყენებს შემდეგ ქუქის და მსგავს ტექნოლოგიებს:

ეს ვებსაიტი იყენებს ქუქის და მსგავს ტექნოლოგიებს. “Cookies” არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ავტომატურად იქმნება თქვენი ბრაუზერის მიერ და რომლებიც ინახება თქვენს მოწყობილობაზე (ლეპტოპი, ტაბლეტი, სმარტფონი და ა.შ.). ქუქი-ფაილი ინახავს ინფორმაციას, რომელიც წარმოიქმნება კონკრეტულ ბოლო მოწყობილობასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ პირდაპირ ინფორმაციას თქვენი ვინაობის შესახებ. ზოგიერთი ქუქი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, იშლება ბრაუზერის სესიის ბოლოს (ე.წ. სესიის ქუქი ფაილები). ეს საშუალებას გვაძლევს, მაგალითად, შემოგთავაზოთ საყიდლების კალათის ჩვენება, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, რამდენი პროდუქტია ამჟამად თქვენს კალათაში და რა არის თქვენი შესყიდვის ამჟამინდელი საერთო ღირებულება. სხვა ქუქი-ფაილები რჩება თქვენს კომპიუტერში და საშუალებას გვაძლევს ამოვიცნოთ თქვენი კომპიუტერი მომდევნო ვიზიტისას (ე.წ. მუდმივი ან ჯვარედინი ქუქი ფაილები). ეს ქუქი ფაილები ემსახურება, იმ მიზანს, რომ ჩვენი შეთავაზებები თქვენზე მორგებული და უფრო მიმზიდველი გახდეს.

აუცილებელი ქუქი ფაილები: ეს ქუქი ფაილები აუცილებელია ვებსაიტის ოპტიმალური ნავიგაციისა და მუშაობისთვის. აუცილებელი ქუქი ასევე ემსახურება თქვენს მიერ შეყვანილი გარკვეული მონაცემების და პარამეტრების შენახვას, რათა არ მოგიწიოთ მათი განმეორებით შეყვანა და  რომ მოხდეს შპს “ალვო”-ს კონტენტის მორგება თქვენს ინდივიდუალურ ინტერესებზე. აუცილებელი ქუქი-ფაილების გარეშე, შესაძლებელია ვებსაიტის მხოლოდ შეზღუდული გამოყენება.

შპს „ალვო“ იყენებს შემდეგი სახის ქუქი ფაილებს:

Session Cookies (სესიის ქუქები): ეხმარება საიტს, რომ ამოიცნოს მომხმარებელი და მიიღოს ინფორმაცია სატზე მათ მიერ შესრულებული მოქმედებების შესახებ. მოცემული ქუქები ინახავენ ინფორმაცია მომხმარებლის საიტზე აქტიურობის ვადის შესახებ. როდესაც ბრაუზერი დაიხურება მოცემული ქუქი ფაილების წაიშლება

Permanent Cookies (მუდმივი ქუქი): მუდმივი ქუქი ფაილები რჩება პერაციულ სისტემაში ბრაუზერის დახურვის შემდგომაც. მაგალითად ამ ქუქი ფაილებს შეუძლიათ პაროლების და საიტზე წვდომის პარამეტრების დამახსოვრება.

First party cookies (პირველი პირის ქუქი): მოცემული ქუქი ფაილები რეგისტრირდება საიტის მეშვეობით, იმახსოვრებს საიტზე თქვენს მიერ განსაზღვრულ პარამეტრებს (მაგალითად საიტის ენას) და გეხმარებათ მომსახურების მარტივად მიღებაში.

Third party Cookies (მესამე პირების ქუქი) მესამე პირების მეშვეობით აანალიზებს საიტზე თქვენს აქტიურობას, რათა შემდგომში მოგაწოდოთ თქვენზე მორგებული შემოთავაზება.

ვებ შესრულება და ანალიტიკა (Web Performance და Analytics): ჩვენი ვებსაიტის გასაუმჯობესებლად, ჩვენ ვიყენებთ ინსტრუმენტებს სტატისტიკის შესაგროვებლად და მომხმარებლის ზოგადი ქცევის გასაანალიზებლად წვდომის მონაცემებზე დაყრდნობით (“Analytics Tools”). ჩვენ ასევე ვიყენებთ ანალიტიკურ ინსტრუმენტებს ჩვენი სხვადასხვა მარკეტინგული არხების გამოყენების შესაფასებლად.

შპს „ალვო“ აგროვებს და ამუშავებს შესაბამის მონაცემებს   თქვენი თანხმობის საფუძველზე. თქვენ ამ თანხმობას აძლევთ ბანერზე, სადაც მოცემულია ტექსტი: საიტის სარგებლობის გაგრძელებით, თქვენი ეთანხმებით ქუქიჩანაწერების გამოყენებასიმ შემთხვევაში თუ თქვენ აგრძელებთ საიტით სარგებლობას გამოსახულ ღილაკზე "თანახმა ვარ" დაწკაპუნებით, რომელიც აკავშირებს ამ თანხმობის ტექსტებს შპს “ალვო”-ს ვებსაიტზე თქვენს საიტის სარგებლობის გაგრძელებით ეთანხმებით, რომ შპს “ალვო” შეინახავს მონაცემებს თქვენს მოწყობილობაზე (მაგალითად, ქუქი ფაილების დაყენებით) ან მიიღებს მონაცემებს თქვენი მოწყობილობიდან.

სამართლებრივი საფუძველი: Web Performance და Analytics ქუქი ფაილების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის 1 პუნქტის ქვეპუნქტი  და კანონის მე- 5 მუხლის 1 პუნქტის ქვეპუნქტი:) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე; და ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.

 

5. მონაცემთა დამუშავების ვადა და მონაცემების წაშლა

  • ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, სანამ ეს აუცილებელია მოცემულ უსაფრთხოების პოლიტიკაში მითითებული მიზნებისთვის, განსაკუთრებით ჩვენი სახელშეკრულებო და სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად. ჩვენ ასევე შეიძლება შევინახოთ თქვენი პერსონალური მონაცემები სხვა მიზნებისთვის, იმ შემთხვევაში თუ  კანონი გვაძლევს საშუალებას შევინახოთ ისინი კონკრეტული მიზნებისთვის, მათ შორის სამართლებრივი პრეტენზიებისგან დაცვის მიზნით.
  • თუ დახურავთ თქვენს ანგარიშს, ჩვენ წავშლით ყველა მონაცემს, რომელიც შენახული გვაქვს თქვენთან დაკავშირებით. თუ შეუძლებელია ან აუცილებელია თქვენი მონაცემების მთლიანად წაშლა სამართლებრივი მოთხოვნების გამო, შესაბამისი მონაცემები დაიბლოკება შემდგომი დამუშავებისთვის.

 

რას იწვევს ბლოკირება?

თუ მონაცემები დაბლოკილია, წვდომის უფლებების შეზღუდვა და სხვა ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები გამოიყენება იმისთვის, რომ მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს შეეძლოს შესაბამის მონაცემებზე წვდომა. ამ თანამშრომლებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ დაბლოკილი მონაცემები მხოლოდ კანონით მოთხოვნილი მიზნებისთვის (მაგ. საგადასახადო ოფისში წარდგენისთვის, საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში და მაგ. მონაცემების გამოყენება აღარ მოხდება მარკეტინგული მიზნებისათვის).

 

გარდა ზემოთქმულისა მონაცემთა დამუშავების ვადაზე ვრცელდება შემდეგი პირობები:

მონაცემები ინახება მომხმარებლის საიტზე რეგისტრაციის ვადით.

 

მონაცემების გამოყენება მარკეტინგული მიზნებისათვის (მობილურის ნომერი და ელ ფოსტა)

მონაცემები მარკეტინგული მიზნებისათვის გამოიყენება მომხმარებლის მიერ ანგარიშის გაუქმებამდე ან თანხმობის გამოხმობის მომენტამდე, იმის მიხედვით, რომელი მოქმედება განხორციელდება პირველად.

 

თრექინგ მონაცემები(ქუქი ფაილები, იდენტიფიკატორები და სხვა)

 “თრექინგ” მონაცემების შენახვის ვადაა 2 წელი.